იანვარში საქართველომ ღვინის ექსპორტიდან 15,2 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო

image

2019 წლის იანვარში საქართველოდან მსოფლიოს 24 ქვეყანაში 6,25 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2018 წლის იანვრის მაჩვენებელს 22პროცენტი-ით აღემატება. 

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 15,2 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც 2018 წლის ანალოგიურ მონაცემებზე 33პროცენტი-ით მეტია. 

„წლის დასაწყისში ექსპორტის ზრდის გასული წლების ტენდენცია შენარჩუნებულია. 2018 წელი დასრულდა რეკორდული ციფრებით, როდესაც საქართველოდან განხორციელდა 86,2 მლნ ბოთლის ექსპორტი, ბოლო თითქმის 30 წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. იანვრის მონაცემებით, ექსპორტი გაზრდილია სხვადასხვა ბაზრის მიმართულებით. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ რაოდენობის 22პროცენტი-აინი ზრდის ფონზე, ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 33პროცენტი-ით გაიზარდა. ეს მიანიშნებს, რომ ქართული ღვინის საექსპორტო ფასი მზარდია საერთაშორისო ბაზრებზე“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ. 

ექსპორტი გაზრდილია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: პოლონეთი - 52პროცენტი (268724), ჩინეთი - 12პროცენტი (281229), დიდი ბრიტანეთი - 110პროცენტი (7800) და აშშ - 1639პროცენტი (62609); ასევე ევროპის მიმართულებით: გერმანია - 235პროცენტი (63210), შვედეთი - 100პროცენტი (9000), ბულგარეთი - 6პროცენტი (4500), ტრადიციულ ბაზრებსა და აზიის მიმართულებით: აზერბაიჯანი - 100პროცენტი (5790), მონღოლეთი - 100პროცენტი (66012), რუსეთი - 30პროცენტი (4602218), ბელარუსი - 100პროცენტი (43272) და სხვა. 

ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულია: რუსეთი (4602218), უკრაინა (553164), ჩინეთი (281229), პოლონეთი (268724) და ყაზახეთი (156120). წლის დასაწყისში, სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 96-მა კომპანიამ განახორციელა. 

ამასთან, მსოფლიოს 9 ქვეყანაში ექსპორტირებულია 2,2 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 109პროცენტი-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. მსოფლიოს 5 ქვეყანაში ექსპორტირებულია 4,4 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა და ექსპორტის ზრდამ 2პროცენტი შეადგინა. 

მთლიანობაში - ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ჩამოსასხმელი ბრენდის და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლები 23 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა, ზრდა 2018 წლის იანვართან შედარებით 23პროცენტი-ს აღწევს.
ავტორი: თელარა გელანტია

დატოვე კომენტარი