დღეს თამბაქო 50 თეთრით გაძვირდა

image

2019 წლის იანვრიდან დღემდე თამბაქო 1 ლარით გაძვირდა. ამის შესახებ BM.GE-ს "ბრითიშ-ამერიკან ტობაკოს" კორპორაციულმა დირექტორმა ზვიად სხვიტარიძემ განუცხადა. 

მისი თქმით, სიგარეტზე ფასის მატება პირველი იანვრიდან აქციზის განაკვეთის რადიკალურ ზრდას უკავშირდება. 

"მხოლოდ დღეს სიგარეტი 50 თეთრით გაძვირდა. ეს არის რიგით მე-2 ფასების ზრდა სიგარეტზე, თუმცა ეს ყველაფერი ამით არ სრულდება, მე-3 და მე-4 ფაზაც იქნება, რის შემდეგაც პროდუქციის ფასი მინიმუმ, 50 თეთრით გაიზარდება", - აცხადებს სხვიტარიძე. 

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის პირველი იანვრიდან უფილტრო სიგარეტის აქციზის გადასახადი 60 თეთრიდან 1.70 ლარამდე გაიზარდა. ამასთან, ფილტრიანი სიგარეტის ადვალური გადასახადი 10პროცენტი-დან 30პროცენტი-მდე გაიზარდა.
ავტორი: თამუნა ქემერტელიძე

დატოვე კომენტარი