ვიზალიბერალიზაციის შემდეგ, საქართველოდან თავშესაფრის მოთხოვნაზე განაცხადები 35პროცენტი-ით გაიზარდა

image

უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის მოთხოვნის განაცხადების რაოდენობა 35პროცენტი-ით გაიზარდა, დაკმაყოფილების მაჩვენებელი კი, 14პროცენტი-დან 5პროცენტი-მდე შემცირდა. 

როგორც მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის, გაერო-ს მიგრაციის სააგენტოს საქართველოს მისიის წარმომადგენელმა ანა კაკუშაძემ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, 2017 წლის მარტიდან დღემდე მნიშვნელოვნად იკლო უკანონო კვეთის მაჩვენებელმაც. 

„საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროკავშირის ქვეყნების საზღვრების უკანონო კვეთის მაჩვენებელი შეცირდა. 2015 წლიდან 2018 წლის პირველ ნახევრამდე ასეთი სულ 506 შემთხვევა იყო, 2017 წელს - 85, 2018 წლის პირველ ნახევარში კი - 63. 

უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ უმეტესად წესების დაცვით ხდება გადაადგილება, თუმცა 35პროცენტი-ით გაიზარდა თავშესაფრის მოთხოვნის მაჩვენებელი. თუ 2016 წელს 8 700 ასეთი შემთხვევა აღირიცხა, 2017 წელს 11 755 გახდა, რაც საკმაოდ სერიოზული ზრდაა. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მცირდება დაკმაყოფილების რაოდენობა. 

ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შედეგ, ეს მონაცემები 14პროცენტი-დან 5პროცენტი-მდე შემცირდა. ვიღაცას ეს შეიძლება მაღალიც მოეჩვენოს, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს რიცხვი კიდევ შემცირდება, ვინაიდან საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაშია შეყვანილი“, - განაცხადა კაკუშაძემ. 

საქართველოს მოქალაქეები თავშესაფრის მოთხოვნით უმეტესად კვლავ გერმანიის, საფრანგეთის, საბერძნეთის, შვედეთის და შვეიცარიის მთავრობებს მიმართავენ.
ავტორი: თათია ჩაფიჩაძე

დატოვე კომენტარი