ყველაზე მსხვილი ნავთობ-მომპოვებელი ქვეყნები. Top 10

image

მწვანე ეკონომიკის გამოჩენის მიუხედავად, ნავთობი რჩება ძვირფას საქონლად, რომელსაც შეუძლია ფულის მოტანა (და მასი საშუალებით პრემიერ ლიგისა ან მსოფლიო თასის კლუბების შეძენა). ვინაიდან ჩინეთი ბოლო დროს აშშ-ს უსწრებს ნავთობის იმპორტში, ნაკლებად სავარაუდოა, რომ სიტუაცია შეიცვლება უახლოეს პერიოდში. ვიდრე მომავალი სიტუაცია აუცილებლად შეიცვლება, მოპოვების ტექნოლოგია გაუმჯობესდება და ძველი ჭაბურღილები გაშრება, მოდით, შევხედოთ ლიდერებს ნავთობის მოპოვების საქმეში.

მოპოვების მოცულობით 90 მილიონზე მეტი ბარელი დღეში, ათი წამყვანი მწარმოებელი პასუხისმგებელია ყოველდღიური მოპოვების 60%-ზე. ამ ჩამონათვალში ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ მხოლოდ ნავთობის მოპოვებაზე, საწვავის ორი წყაროს - ბუნებრივი აირისა და ბიოსაწვავის, რომელთა გამო აშშ არის მსოფლიო ლიდერი, გარეშე.

10. ქუვეითი– 2.75 მილიონი ბარელი დღეში

9. ბრაზილია– 2.8 მილიონი ბარელი დღეში

8. მექსიკა– 2.95 მილიონი ბარელი დღეში

7. გაერთიანებული არაბული ემირატები – 3.23 მილიონი ბარელი დღეში

6. კანადა– 3.92 მილიონი ბარელი დღეში

5. ირანი 4.13 მილიონი ბარელი დღეში

მეხუთე ადგილზე იმყოფება აშშ-ს მოწინააღმდეგე - ირანი, რომელიც აწარმოებს დღიური მოპოვების 4,5%-ს. ირანული ნავთობის უმეტესი ნაწილი სტანდარტულია და არ საჭიროებს სპეციალური ტექნოლოგიების გამოყენებას მოგების მისაღებად. OPEC-ის (ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია) წევრს, ირანს ასევე აქვს გარკვეული ძალაუფლება, ნავთობის ფასზე გავლენა მოახდინოს OPEC-ის კარტელური ქმედებების საშუალებებით. თუ ვივარაუდებთ, რომ ირანი არ ჩაებმება აშშ-სთან ომში, მას შეუძლია 90-წლიანი წარმოების იმედი ჰქონდეს, რაც დღევანდელი ირანელების შვილებსა და შვილიშვილებს სიმდიდრით უზრუნველყოფს.

4. ჩინეთი – 4.19 მილიონი ბარელი დღეში

დაუგეგმავი, მაგრამ მთავარი მწარმოებელი, ჩინეთი გამიზნულად ზრდის წარმოებას უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში, და ამჟამად აწარმოებს მსოფლიოს მოცულობის 4,7%-ს. მისი უზარმაზარი მოსახლეობისა და სწრაფად განვითარებადი ეკონომიკისთვის წარმოება ჯერ კიდევ არ არის საკმარისი - ისევე, როგორც აშშ-ში, ჩინეთი აგრძელებს მეტის მოხმარებას, ვიდრე ის აწარმოებს, და ამიტომ უწევს ბალანსის იმპორტი. ჩინეთის მარაგი მწირია - 20,35 მილიარდი ბარელი, მაგრამ ჰიდრავლიკური მსხვრევისა და სხვა ტექნოლოგიების საშუალებით, ის, სავარაუდოდ, მომავალში გაიზრდება.

3. რუსეთი – 10.3 მილიონი ბარელი დღეში

რუსეთი რჩება ენერგიის მსხვილ მწარმოებლად მსოფლიო მოცულობის 11,64%-ით. იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი იკავებს ხმელეთის 1/6 ნაწილს, ეს, ალბათ, გასაკვირიც არ არის. არც ისაა გასაკვირი, რომ რუსეთი არასრულად იყენებს თავის მარაგს აღმოსავლეთ ციმბირში, არქტიკული ყინულის ქვეშ მოქცეულ მარაგზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. სავარაუდოდ, რუსეთის მარაგი,არქტიკული ნავთობის ჩათვლით, შეადგენს 100 მილიარდ ბარელს.

2. შეერთებული შტატები – 10.59 მილიონი ბარელი დღეში

ამერიკელებისთვის გულდასაწყვეტია, რომ აშშ იმყოფება მეორე ადგილზე ნავთობის მოპოვებაში, მთლიანი მოცულობის 12%-ით. თავისი მაღალტექნოლოგიური ეკონომიკისა და სტაბილური საინვესტიციო კლიმატის გამო, აშშ იმყოფება ენერგიის არატრადიციული მოპოვების წინა პლანზე, მათ შორის ფიქალის ნავთობისა და ტარის ქვიშების მხრივ. ნავთობის მოპოვების ამ მეთოდებმა შეცვალეს ლანდშაფტი: ნავთობის განვითარება ბეკენში, ჩრდილოეთ დაკოტაში ახლა მიმდინარეობს ისევე ნათლად, როგორც მეზობელ მინეაპოლის-სან პაულოსა და ჩიკაგოში. მომავალში აშშ, სავარაუდოდ, დაიბრუნებს პირველობას ლიდერის - საუდის არაბეთის უკან ჩამოტოვებით, ვინაიდან მისი მოპოვების მოცულობა მალე იქნება 1 442 მილიარდი ბარელი. ამავე დროს, აშშ იძულებულია განახორციელოს იმპორტი მექსიკიდან, ვინაიდან მისი მოხმარება ჯერ კიდევ აღემატება წარმოებას.

1. საუდის არაბეთი – 11.75 მილიონი ბარელი

საუდის არაბეთის სამეფო აწარმოებს მსოფლიოში ყოველდღიურად მოპოვებული ნავთობის უზარმაზარ 13,24%-ს. იმის გათვალისწინებით, რომ მათ აქვთ 260 მილიარდი ბარელის მარაგი, რაც მეორე მაჩვენებელს წარმოადგენს ვენესუელის შემდეგ, საუდის არაბეთის მდგომარეობა უსაფრთხოდ გამოიყურება. თუმცა მისი ლიდერის გვირგვინი არც იმდენად დაცულია: ბუნებრივი აირისა და ბიოსაწვავის ჩათვლით, ენერგიის წარმოების მხრივ, საუდის არაბეთი უკვე ჩამორჩება აშშ-ს.

დატოვე კომენტარი