თბილისში ტაქსებს თეთრად კომპანია „ალმა“ გადაღებავს

image

თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ხმალაძის ინფორმაციით, 1 მარტიდან ტაქსებს თეთრად კომპანია „ალმა“ გადაღებავს. 

ამის შესახებ ხმალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. 

მისი თქმით, 1 მარტიდან კომპანია „ალმა“ ტაქსის ნებართვის მფლობელებზე ორი სახის ვაუჩერს გასცემს - პირველი იქნება თეთრ ფერად გადაღებვის ვაუჩერი, ხოლო მეორე იქნება ტაქსების ინტერიერის წმენდის ვაუჩერი. 

„ჩვენ კონკურსი მივაბით სატრანსპორტო კომპანიის კუთვნილი მეტროს და ავტობუსების რეკლამების აქუციონს; ეფექტური ვაჭრობა შედგა. დაახლოებით, 11 მლნ-დან დაიწყო ავჭრობა და 14 მლნ ლარს აცდა. გამარჯვებულია საკმაოდ, კვალიფიციური კომპანია „ალმა“, რომელიც მზადაა, 1 მარტიდან დაიწყოს ვაუჩერების გაცემა. სანაცვლოდ კი, სატრანსპორტო საშუალებებზე ის რეკლამას 2 წლის განმავლობაში უფასოდ განათავსებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, საინფორმაციო კამპანიის დაწყებას მერიაც გეგმავს“, - განაცხადა კალაძის მოადგილემ. 

მისივე თქმით, „ალმას“ ვაუჩერებს მიიღებენ ისინი, ვინც მგზავრთა გადაყვანის ნებართვები 2018 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით აიღო. 

ასევე აუცილებელია, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს სავალდებულო ტექდათვალიერება გავლილი ჰქონდეთ. 

ცნობისთვის: 2019 წლის ოქტომბრიდან თბილისში მხოლოდ თეთრი ფერის ტაქსები ივლიან. 

დატოვე კომენტარი