„პატრიკ ფრანცენი: „ბლაუენშტაინ საქართველო“ თბილისში ახალ მაღაზიას გახსნის“

image

საქართველოში შვეიცარიის სრულუფლებიანი ელჩის განცხადებით, ქართულ-შვეიცარიული კომპანია „ბლაუენშტაინ საქართველო“ თბილისში ახალ მაღაზიას გახსნის.

პატრიკ ფრანცენის განმარტებით, აღნიშნული კომპანია ლოკალურ ბაზარზე ფაქტობრივად პიონერი შვეიცარული კომპანია იყო, რომელმაც სოფლის მეურნეობის სექტორში ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია.

„ახლო მომავალში კომპანია თბილისში ახალ მაღაზიას გახსნის. გარდა წარმოებისა კომპანია აქტიურად არის დაინტერესებული და დაკავებული პროფესიული განათლების მიმართულებით სოფლის მეურნეობის სფეროში. „ბლაუენშტაინ საქართველო“ საქართველოში ხორცის შენახვის ახალ ტექნოლოგიებს აცნობს საზოგადოებას, იმისათვის რომ პროდუქტის უკეთესი ხარისხი იქნას მიღწეული"-აცხადებს ელჩი.

პატრიკ ფრანცენის თქმით, კომპანიის სტრატეგიული გეგმები ნათელია და ცხადყოფს იმას, რომ „ბლაუენშტაინ საქართველო“ საქართველოს ბაზარზე პოზიციონირებით კვლავ დაინტერესებულია. 

ავტორი: ელენე ჩომახიძე

დატოვე კომენტარი