NBA ALL STAR-ის მოთამაშეების წლიური შემოსავალი $588 მილიონს აჭარბებს

image

უკვე ცნობილია, რომ NBA All Star 17 თებერვალს გაიმართება. მასში მონაწილეობას 27 კალათბურთელი მიიღებს. სასტარტო ხუთეულები უკვე ცნობილია და შემდეგნაირად გამოიყურება : 

ლებრონ ჯეიმსის გუნდი : კევინ დურანტი, ჯეიმს ჰარდენი, კაირი ირვინგი, კავაი ლეონარდი. 

გიანის ანტეტოკუმპოს გუნდი : სტეფენ კარი, ჯოელ ემბიდი, პოლ ჯორჯი, კემბა უოკერი. 

აღსანიშნავია, რომ ESPN-ის მიხედვით, ამ 10 მოთამაშის წლიური ანაზღაურება $271 მილიონია, რაშიც მხოლოდ კლუბიდან აღებული თანხა შედის. 27-ივე კალათბურთელის ანაზღაურება კი $588.9 მილიონს აღწევს. 

გარდა ამისა, წელს გამონაკლისის სახით All Star-ზე დირკ ნოვიცკი და დუეინ ვეიდიც მიიღებენ მონაწილეობას, რადგან ორივე მათგანი კარიერის ბოლო სეზონს ატარებს. 
ტოპ 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი კალათბურთელის სია კი ასე გამოიყურება: 

1) სტეფენ კარი - $37.4 მილიონი 
2) რასელ ვესტბრუკი - 35.6 მილიონი 
3) კრის პოლი - 35.6 მილიონი   
4) ჯეიმს ჰარდენი - 35.6 მილიონი 
5) ბლეიკ გრიფინი - $32 მილიონი 
6) გორდონ ჰეივორდი - 31.2 მილიონი 
7) კაილი ლოური - $31.2 მილიონი 
8) პოლ ჯორჯი - $30.5 მილიონი 
9) მაიკ კონლი - $30.5 მილიონი 
10) კევინ დურანტი - $30 მილიონი
ავტორი: ლევან თაღიაშვილი

დატოვე კომენტარი