სად და როგორ დაარსდა Amazon.com ?

image

ვინ არის ჯეფ ბეზოსი? 

გენერალური დირექტორი და დამფუძნებელი, Amazon.com

ასაკი: 53

·         Amazon-ის ხელმძღვანელი ჯეფ ბეზოსი მცირე ხნით Forbes-ის უმდიდრეს ადამიანთა 2017 წლის ივლისის რეიტინგის სათავეში მოხვდა, როდესაც მისი ინტერნეტ-მაღაზიის აქციების ფასი გაიზარდა.

·         მას ეკუთვნის Amazon-ის თითქმის 17%, რომელიც მან დააარსა სიეტლის გარაჟში 1994 წელს.

·         ბეზოსი სწავლობდა პრინსტონში და მუშაობდა ჰეჯირების ფონდში, ვიდრე შეწყვეტდა წიგნების ინტერნეტის საშუალებით გაყიდვას.

·         მისი მეორე ვნებაა - კოსმოსში მოგზაურობა. მისი აეროკოსმოსური კომპანია Blue Origin მუშაობს მრავალჯერად რაკეტებზე, რომლებიც, ბეზოსის თქმით, შეძლებენ მგზავრების გადაყვანას.

·         2013 წელს ბეზოსმა იყიდა The Washington Post 250 მილიონ დოლარად.

FORBES გლობალური სიმდიდრის რეიტინგს 30 წლის განმავლობაში ადგენს და ამ პერიოდში მხოლოდ ხუთი ადამიანი ყოფილა პირველ პოზიციაზე, დედამიწის უმდიდრესი ადამიანის სტატუსით. კიდევ ერთ პიროვნებას ჰქონდა ეს წოდება, მაგრამ იმდენად მცირე ხნით (სულ ორი დღით), რომ ის არც მოხვედრილა FORBES-ის მილიარდერთა წლიურ რეიტინგში.

ახლა Amazon-ის გენერალური დირექტორი ჯეფ ბეზოსი მზადაა შეუერთდეს ამ ექსკლუზიურ კლუბს, ვინაიდან Amazon-ის აქციები აგრძელებენ ზრდას. ორშაბათს ინტერნეტ-მაღაზიის აქციები გაიზარდა 1,3%-ით და დაუმატა 1,1 მილიარდი დოლარი ბეზოსის კაპიტალის ღირებულებას. ბეზოსს 2 მილიარდი აკლია FORBES-ის მილიარდერთა რეიტინგის პირველ ადგილზე მოსახვედრად, რის შემდეგ ის მოხვდება ამ წოდების მფლობელ მილიარდერთა ექსკლუზიურ ჯგუფში. ბეზოსის კაპიტალის ღირებულება, FORBES-ის შეფასებით, შეადგენს 88,2 მილიარდ დოლარს ორშაბათის ვაჭრობის დასასრულს, ხოლო Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეიტსი იკავებს პირველ ადგილს 90,1 მილიარდი დოლარის კაპიტალით.

ბეზოსის კაპიტალის ღირებულება გაიზარდა 15,4 მილიარდი დოლარით მას შემდეგ, რაც 2017 წლის მილარდერთა სია გამოქვეყნდა ოთხი თვის წინ. ეს ასევე 27,6 მილიარდით მეტია, ვიდრე იყო 12 თვის წინ. ბაზრის ამჟამინდელი მდგომარეობით, Amazon-ის აქციების ფასის 2,5%-იანი ნახტომმა შეიძლება ბეზოსი უმდიდრეს ადამიანად მსოფლიოში აქციოს. უკანასკნელ 157 დღეში მისი 15,4 მილიარდიანი მოგების გათვალისწინებით, ბეზოსს სულ სამი კვირა დასჭირდება იმისთვის, რომ გეიტს გადაუსწროს. ან მას დასჭირდება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, მაგალითად, შემოსავლის ანგარიში, რომელიც Amazon-მა ხუთშაბათს უნდა წარმოადგინოს. ამიტომ ბეზოსის აღზევებამდე შეიძლება საათები იყოს დარჩენილი.

ბეზოსის პირველ ადგილზე მოხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება. გეიტსი ფლობს ამ წოდებას უკანასკნელი 23-დან 18 წლის განმავლობაში. და მაინც, ვინ იყვნენ სხვა უმდიდრესი ადამიანები, გეიტსის გარდა, რომლებსაც FORBES რეიტინგის სათავეში ათავსებდა 30 წლის განმავლობაში?

პირველი ადამიანი, რომელმაც პირველი ადგილი დაიკავა მსოფლიო მილიარდერთა სიაში 1987 წელს, იყო იაპონელი მილიარდერი იოშიაკი ცუცუმი, რომელსაც იმ დროს ჰქონდა 20 მილიარდი დოლარი. ცუცუმი იყო ერთ-ერთი მსოფლიოს 140 მილიარდერთაგანი, რომლებიც თავისი ათნიშნა ღირებულების კაპიტალით სიაში მოხვდნენ, ხოლო მათი კაპიტალის საერთო ღირებულება 295 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ცუცუმიმ თავისი სიმდიდრე დააგროვა კუთვნილი Seibu Group-ის საშუალებით, უძრავი ქონების ვაჭრობის შედეგად, იაპონური უძრავი ქონების კრიზისის დროს.

1991 წელს კიდევ ერთი იაპონელი მილიარდერი ტაიკიჩირო მორი, მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანი გახდა 15 მილიარდი დოლარის კაპიტალით, რაც 1 მილიარდით აღემატებოდა იმ წელს ცუცუმის კაპიტალს. მორი სიის სათავეში ორი წლის განმავლობაში რჩებოდა. 1993 წელს ცუცუმი დაუბრუნდა პირველ ადგილს 9 მილიარდი დოლარის ქონებით და ეს წოდება მომდევნო წელსაც შეინარჩუნა, მაგრამ ეს უკანასკნელი შემთხვევა იყო. ათ წელიწადში ცუცუმი გამოემშვიდობა სიმდიდრეს: მისი Seibu Group იყო ჩამორთმეული 2004 წლის ანგარიშგებაში შეცდომების გამო. ის მომავალ წელს დააპატიმრეს, დააჯარიმეს 42 000 დოლარით და 4 წლით თავისუფლების პირობითი აღკვეთა მიუსაჯეს. ცუცუმიმ მილიარდერთა სია საბოლოოდ 2007 წელს დატოვა.

ამერიკელი სიის სათავეში პირველად 1995 წელს მოხვდა. ზუსტად ამ წელს Microsoft-ის თანადამფუძნებელი ბილ გეიტსი პირველ ადგილზე გავიდა კაპიტალის წმინდა ღირებულებით 12,5 მილიარდი დოლარი. ამ წელს ის იყო ერთ-ერთი 365 მილიარდერთაგანი. მას შემდეგ ის წოდებას ყველაზე დიდხანს ინარჩუნებდა და ზედიზედ პირველ ადგილზე რჩებოდა 13 წლის განმავლობაში. მისმა მეგობარმა, Berkshire Hathaway-ის გენერალურმა დირექტორმა უორენ ბაფეტმა მას 2008 წელს აჯობა კაპიტალის ღირებულებით 62 მილიარდი დოლარის ოდენობით, რაც გეიტსის კაპიტალს - 58 მილიარდს ოთხი მილიარდით აღემატებოდა. გეიტსის მდგომარეობა გაუარესდა Microsoft-ის Yahoo-თან გაერთიანების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, რაც ასევე იმავე წელს მოხდა, როდესაც გეიტსმა Microsoft-ის ხელმძღვანელის პოსტი დატოვა, რათა ყურადღება გაემახვილებინა ბილ და მელინდა გეოტსების ფონდზე. 2009 წელს გეიტსა კვლავ პირველი ადგილი დაიკავა რეიტინგში, მაგრამ გაცილებით ნაკლები კაპიტალით - 40 მილიარდი დოლარის ღირებულებით, ვინაიდან ფინანსურმა კრიზისმა მსოფლიო კაპიტალში ქაოსი შეიტანა.

2010 წელს პირველად მილიარდერი სხვა ქვეყნიდან, არა აშშ-დან ან იაპონიიდან, მოიქცა რეიტინგის სათავეში: სატელეკომუნიკაციო მაგნატი კარლოს სლიმ ჰელუ მექსიკიდან. სლიმი პირველ ადგილს ოთხი წლის მანძილზე ინარჩუნებდა, ვიდრე მას გეიტსი გადაუსწრებდა. სლიმი ახლა მეექვსე ყველაზე მდიდარი ადამიანია მსოფლიოში.

დატოვე კომენტარი