წარმატების მიღწევის მეთოდი, რომელიც ყოველ საღამოს უნდა გამოიყენოთ

image

«ხუთი თითის» მეთოდი, რომელიც ლ. ზაივერტს ეკუთვნის, წარმოადგენს მარტივ ტექნოლოგიას, რომელშიც ხელის თითოეულ თითზე მიბმულია მიზნის მიღწევის ხარისხის ერთ-ერთი პარამეტრი. საკმარისია მხოლოდ მარჯვენა ხელის გულზე დახედვა და თითების დასახელების პირველი ასოს მიხედვით პარამეტრების გახსენება, რის საფუძველზეც ხორციელდება კონტროლი. 

ნ (ნეკა თითი) — ნააზრევი, ნასწავლი, ინფორმაცია. რა გავიგე დღეს ახალი? რა ცოდნა მივიღე? რაში გაიზარდა ჩემი კომპეტენცია, შესაძლებლობები და პროფესიონალიზმი? რომელი ახალი და მნიშვნელოვანი იდეები მომივიდა? 

უ (უსახელო თითი) — უმთავრეს მიზანთან სიახლოვე. რა გავაკეთე დღეს და რას მივაღწიე? 

შ (შუა თითი) — შინაგანი მდგომარეობა. როგორი იყო დღეს ჩემი განწყობა, სულიერი მდგომარეობა? რასთან იყო დაკავშირებული დადებითი ემოციები და მაღალი მოტივაცია? 

ს (საჩვენებელი თითი) — სხვებთან დამოკიდებულება, დახმარება, თანამშრომლობა. რით დავეხმარე დღეს სხვებს? გავიცანი თუ არა ახალი ადამიანები? გაუმჯობესდა თუ არა ჩემი ურთიერთობები? 

დ (დიდი თითი) — დასვენება, საკუთარ თავის მხარდაჭერა. რა გავაკეთე მე დღეს საკუთარი ჯანმრთელობისთვის, ფიზიკური ძალების აღდგენისთვის? რა დამეხმარა დასვენებაში, ძალების აღდგენაში? რა გავაკეთე ფიზიკური ფორმის შენარჩუნებისთვის? 

ეს კომპაქტური და მოსახერხებელი მეთოდი საშუალებას იძლევა სწრაფად და ხარისხიანად გაკონტროლდეს როგორ ჩაიარა დღემ. გააანალიზეთ გასული დღის შედეგები, გააკონტროლეთ მიზნებთან სიახლოვე და თქვენ აუცილებლად მიაღწევთ მათ! 

დატოვე კომენტარი