რა სჯობს იპოთეკა თუ ქირა?

image

რა სჯობს: საცხოვრებლის ყიდვა კრედიტით, თუ ქირით ცხოვრება? ერთის მხრივ პასუხი თითქოს გასაგებია: სჯობს ქირით ცხოვრება, რადგა ნაკლები თანხა იქნება გადასახდელი ყოველთვიურად. მაგრამ ამ შემთხვევაში რას ვიღებთ სამაგიეროდ? გეტყვით - მხოლოდ ჩემოდნებზე ცხოვრებას. იქნებ ღირდეს იპოთეკაზე დაფიქრება? თუ ამის საშუალება გაქვთ რა თქმა უნდა. 
მართალია უძრავი ქონების შესაძენად აღებული კრედიტის დაფარვა შედარებით ძვირი დაგიჯდეთ, მაგრამ დაფიქრდით - გავა გარკვეული პერიოდი, ამ შემთხვევაში საკრედიტო ვადა და უძრავი ქონება თქვენია! 
იპოთეკის დახმარებით თქვენ ხდებით უძრავი ქონების მფლობელი: შეგეძლებათ გაარემონტოთ, ავეჯი და ტექნიკა შეიძინოთ და თქვენი სურვილისამებრ მოაწყოთ უკვე თქვენი სახლი! 
თქვენ ფიქრობთ, რომ იპოთეკა ძვირია? რა თქმა უნდა ასე არ არის. დღეს, უძრავი ქონების ბაზარზე, თავისუფლად შეიძლება შესაძლებლობების ფარგლებში ბინის მოძებნა. საკრედიტო ოფიცერი გააანალიზებს თქვენს კრედიტუნარიანობას და ზუსტად გეტყვით რა თანხის გაცემას შეძლებს ბანკი, ხოლო თქვენ რამდენი უნდა გადაიხადოთ ყოველ თვე - ესეც რა თქმა უნდა თქვენი შემოსავლებიდან გამომდინარე იქნება დაანგარიშებული. გახსოვდეთ, ბანკი არასოდეს გასცემს კრედიტს მასზე, ვისაც არ შეუძლია მისი დაფარვა. ამიტომ, დარწმუნებული იყავით, თუ ბანკი დაგთანხმდათ იპოთეკაზე, მაშინ მის გადახდას ნამდვილად მოახერხებთ. 
ყველაზე დიდი შეცდომა არის ქირით ცხოვრება და ფულის გროვება ბინის საყიდლად. ბინის ქირაში გადახდილი თანხა ფაქტიურად დაკარგულია, არადა ცოტაც რომ დაამატოთ იპოთეკას უპრობლემოდ ფარავთ. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი სახლი თქვენია!  10-15 წელი ეს ის პერიოდია, რაც იპოთეკას მინიმუმ სჭირდება, მაგრამ გვერწმუნეთ, დრო სწრაფად გადის, იპოთეკის გარეშე კი ამ პერიოდში ბინის საყიდელი თანხის საკუთარი სახსრებით დაგროვებას ნამდვილად ვერ მოახერხებთ. ყოველთვის გამოჩნდება რაღაც პრობლმები, რის გამოც დაგროვილი თანხიდან აღება და გახარჯვა მოგიწევთ. იპოთეკას კი ყოველთვიურად შეიტანთ ისე, რომ მისი უკან გამოტანა და გახარჯვა არ შეგეძლებათ. 
იპოთეკა – ძვირი სიამოვნებაა, გეთანხმებით, მაგრმა უფრო დეტალურად თუ გაერკვევით ამ საკითხში მიხვდებით, რომ ის გაცილებით უკეთესია, ვიდრე ქირა. 
გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები და გახადეთ თქვენი ცხოვრება უფრო კომფორტული. 

დატოვე კომენტარი