ბიზნესის დანგრევის 9 მეთოდი

image

ალბათ წაგიკითხავთ სტატიები იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს წარმატებული ბიზნესმენი და მეწარმე. ამ სტატიაში საპირისპირო საკითხს განვიხილათ და ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, რომ ბიზნესს სერიოზული ზიანი მიაყენოს. 
შიში, საკუთარ ძალებში ეჭვის შეტანა, ზედმეტი თავდაჯერებულობა, შაბლონური აზროვნება და არათანამედროვე გადაწყვეტილებები - ამ ყველაფერს შეუძლია მეწარმე და ბიზნესმენი მიიყვანოს იქამდე, რასაც ბიზნესის საკუთარი ხელით დანგრევა ჰქვია. 

გთავაზობთ რამოდენიმე მეთოდს, რომლებიც ზიანს აყენებს ბიზნესს:

1. თუ მუდმივად ფიქრობთ შემოსავალზე
რჩევა: ნუ დაივიწყებთ ადამიანურ ფაქტორს. როცა გადაწყვეტილებას იღებთ, იფიქრეთ იმაზე, თუ რა სურთ თქვენს კლიენტებს. 
2. თუ ზემდეტად თავდაჯერებული ხართ 
რჩევა: ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს. როცა ახალ შესაძლებლობას დაინახავთ, გააკეთეთ პაუზა და სიტუაციის განვითარების რამოდენიმე სცენარი შეადგინეთ მანამ, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებთ. 
3. თუ «შემოქმედებითი» პიროვნება ხართ
რჩევა: გამოარჩიეთ ის იდეები, რომლებიც დაგეხმარებათ კომპანიის სწორი მიმართულებით განვითარებაში. ეს კლიენტების თვალში თქვენს წონას გაზრდის. 
4. თუ ყველაფერს თქვენ აკონტროლებთ
რჩევა: დაიქირავეთ თანამშრომლები, ასწავლეთ და დაავალეთ.
5. თუ ამოცანებს არაეფექტურად ანაწილებთ
რჩევა: თუ თქვენ ამოცანათა ნაწილის დელეგირება გსურთ, შეარჩიეთ შესაფერისი ადამიანი, მიეცით დეტალური ინსტრუქცია და მოიკრიბეთ მოთმინება. თქვენი გუნდის დამოუკიდებლობის მიღწევა მოითხოვს დროს და ენერგიას. 
6. თუ მიყვებით არჩეულ კრუსს მაშინაც კი, როცა ის არაეფექტურობას აჩვენებს
რჩევა: შეადგინეთ ეტაპობრივი გრაფიკი და თვალი ადევნეთ მაჩვენებელს - არის პროგრესი თუ არა. მზად იყავით იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში მოგიწევთ კურსის შეცვლა. 
7. თუ შორს არ იყურებით
რჩევა: ობიექტურად შეხედეთ იმას, რასაც ბაზარს სთავაზობთ. რჩევები ჰკითხეთ იმ ადამიანებს, რომლებიც დაგეხმარებიან სიტუაციას ობიექტურად შეხედოთ. 
8. თუ არ ამყარებთ სოციალურ კავშირებს
რჩევა: აირჩიეთ სტრატეგია, რომლის შესაბამისად აპირებთ სოციალური კავშირების დამყარებას. არ დაგავიწყდეთ სტრატეგიის განახლება, როცა საჭირო იქნება ხარისხიანი ცვლილებები. 
9. თუ მიკერძოებული ხართ
რჩევა: ურთიერთობა იქონიეთ ადამიანებთან, რომლებიც სხვების მოსაზრებებს იზიარებენ. საშუალება მიეცით მათ გააკრიტიკონ თქვენი იდეები და მეთოდები. ეს დაგეხმარებათ სიტუაციის ობიექტურად შეფასებაში. 

ზოგჯერ ქცევის შეცვლა მარტივია, ზოგჯერ ძალიან რთული, მაგრამ ახლა უკვე მეტ-ნაკლებად იცით რით დაიწყოთ. შეაფასეთ საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები. წინ წამოწიეთ დადებითი ჩვევები და უარი თქვით ქცევაზე, რომელსაც შეუძლია ნეგატიური გავლენა იქონიოს თქვენს საქმიანობაზე - ასე სასურველ შედეგს მიაღწევთ. 
ყოველთვის გახსოვდეთ - რაც უფრო ვითარდებით პიროვნულად, მით უფრო ვითარდება თქვენი ბიზნესი. 

დატოვე კომენტარი