ცხოვრების დონის ანალიზი — კეთილდღეობის 8 კრიტერიუმი

image

მაშ ასე, ქვემოთ მოყვანილია ცხოვრების დონის შესაფასებელი 8 კრიტერიუმი, საიდანაც პირველი 2 კრიტიკულია, მე-3 და მე-4 - მნიშვნელოვანი, 5-6 - აუცილებელი და 7-8 - იდალური. 
განვიხილოთ უფრო დაწვრილებით ცხოვრების დონის ინდიკატორები: 
-ყოველთვიური აუცილებელი გადასახადები შეადგენენ თქვენი ყოველთვიური შემოსავლის 70%-ზე მეტს; 
-თქვენ არ ახდენთ დანაზოგის სიტემატურად გადადებას (შემოსავლის 10%).
-თქვენ გაქვთ 1 წელზე მეტი ვადით აღებული სამომხმარებლო სესხები.
-თქვენ არ ხართ დაზღვეული.
-თქვენ არ გაგაჩნიათ 3-6 თვეზე გათვლილი «ფინანსური ბალიში».
-თქენ შემოსავლის ერთი წყარო გაქვთ.
-თქვენ გაქვთ გარკვევით ჩამოყალიბებული ფინანსური გეგემა მომდევნო 10-20 წელზე.
ეს მეთოდი გულისხმობს ყველა პარამეტრის შეფასებას კრიტიკული დონის მიხედვით. ამიტომ დააკვირდით და მიხვდებით, რომ სადაც «ორმოები» გაქვთ, იქ დამატებითი თანხები გესაჭიროებათ. თუ ეს «ორმოები» 1-2 დონეზე გაქვთ, მაშინ დანარჩენ 6 დონეზეც ვერ იქნება საქმე კარგად. თუმცა ნუ შეშინდებით, ყველაფერი გამოსწორებადია, უბრალოდ უფრო მეტი შრომა მოგიწევთ საკუთარი ფინანსური კეთილდღეობის გამოსასწორებლად.  
თქვენი ყურადღება გადატანილი უნდა იყოს ორ ძირითად საკითხზე, ესენია - აქტივები და პასივები.
აქტივები — ეს არის თქვენი ფული, დეპოზიტები, ფასიანი ქაღალდები, გასესხებული თანხები, რომლებსაც მალე დაგიბრუნებენ, ლიკვიდური ნივთები, რომლებიც ძვირად ფასობს და ა.შ. 
პასივები - ეს არის კრედიტები, ვალები. 
უძრავ ქონებას ამ შემთხვევაში არ ვანგარიშობთ და არც იპოთეკას. 
დააჯამეთ ყველა არსებული აქტივი და გამოთვალეთ პასივი. რაც უფორ მეტი აქტივი გამოგივათ - მით უკეთესი. 

დატოვე კომენტარი